22 მაი 2026
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მერიამ განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ქობულეთში რეგისტრირებულ ქალებს ან საინიციატივო ჯგუფებს. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 19 ივნისია.
მუნიციპალიტეტის მხრიდან ერთი პროექტი 5000 ლარით დაფინანსდება. მერიის ინფორმაციით, პროექტში თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 10 %–ს.
გარკვეული კატეგორიის ბენეფიციარები თანამონაწილეობის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. პროგრამის ბიუჯეტი წელს 50 ათასი ლარია.