22 მაი 2026
„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანთან ომის მომავალზე ვერ თანხმდებიან. გამოცემის ცნობით, სამშაბათს ლიდერებს შორის დაძაბული საუბარი გაიმართა და მათ ომის გაგრძელების შესახებ განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
„სიენენი“ წერს, რომ შეხვედრისას ტრამპმა სავარაუდოდ, ირანზე ახალი მიზანმიმართული თავდასხმების შესახებ განაცხადა, თუმცა 24 საათის შემდეგ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა და აღნიშნა, რომ დარტყმებს სპარსეთის ყურის მოკავშირეების თხოვნით აჩერებდა.
თავის მხრივ, გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ პაკისტანის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები ისრაელის პრემიერს აღიზიანებს, რადგან ის თეირანთან ურთიერთობაში უფრო აგრესიული მიდგომის მომხრეა.