22 მაი 2026
საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრმა“ შინ 4:1 დაამარცხა „დამაკი“ და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ოთხიდან ორი გოლი კრიშტიანომ გაიტანა და ამ დუბლის წყალობით, კარიერაში თავისი გოლების მონაგარი 973-ე აიყვანა.
41 წლის პორტუგალიელს საკლუბო დონეზე 831 გოლი აქვს, კიდევ 142 გოლი მან პორტუგალიის ნაკრებში გაიტანა.
„ალ-ნასრი“ 2019 წლის შემდეგ პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სულ კი ეს მე-11 საჩემპიონო ტიტულია გუნდისთვის.
კრიშტიანო რონალდოსთვის ეს არის პირველი ტიტული „ალ-ნასრის“ შემადგენლობაში. მან ჩემპიონატი 28 გოლით დაასრულა და საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე გავიდა.