„სპაერი" 3:3 „დინამო" ბათუმი

22 მაი 2026

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის მე-14 ტურში „სპაერმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა ფრედ 3:3 ითამაშა. დაპირისპირების პირველი ტაიმი ბათუმელებმა გურამ ჯაფარიძის და უერდი მარას გოლებით 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ „სპაერმა“ ლაშა კოხრეიძის დარტყმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ლევან ხოზრევანიძემ 69-ე წუთზე სტუმართა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.

სპაერმა“ ამ რთულ ვითარებაში თამაში მაინც შემოატრიალა და 80-ე და 83 წუთებზე გიორგი ბუნტურისა და ნიკოლოზ კენჭაძის გოლებით ანგარიში გაათანაბრა.

აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი ცენტრალურმა მცველებმა გაიტანეს. „სპაერი“ 17 ქულით მე-7 ადგილზეა, ბათუმის „დინამო“18  ქულით და მეექვსე პოზიციაზეა.