22 მაი 2026
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი ფიჯისთან გამართა და მეტოქე 29:23 დაამარცხა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს. თავი დავით არობელიძემ, გიორგი ზაზაძემ, ლევან ეზიეშვილმა და გაბრიელ რაზმაძემ გამოიჩინეს.
თემურ ძოძუაშვილმა კი სამი ლელო გარდასახა და ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც შეასრულა.
საერთაშორისო სერიის ფარგლებში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები კიდევ ორ მატჩს გამართავს, 26 მაისს ჩილესთან და 30 მაისს მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან.