22 მაი 2026
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ფინალური სერიის პირველი მატჩში თსუ-მ „ბათუმს“ უმასპინძლა და 82:76 დაამარცხა. პირველი მეოთხედი სტუდენტებმა 24:12 მოიგეს, თუმცა მესამე პერიოდში სტუმრებმა 25:12 გაიმარჯვეს.
გადამწყვეტ მომენტში თსუ-მ უფრო ზუსტად ისროლა და სერიაში წინ გავიდა. საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერია სამ მოგებამდეა. მომდევნო მატჩი, ისევ თბილისში, ხვალ გაიმართება.
რაც შეეხება პირველი შეხვედრის საუკეთესოებს, 20 ქულით თსუ-დან ქუენთინ ჰარდრიქტი გამოირჩა, ხოლო „ბათუმში“ 14-14 ქულა ჰქონდათ გიორგი ოჩხიკიძესა და აკაკი დვალიშვილს. დვალიშვილმა 14 ქულას 10 მოხსნაც მიამატა.