22 მაი 2026
თურქეთში, სტამბოლში ეთნოსპორტის მერვე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, დაესწრო, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ეთნოსპორტის განვითარებასა და შესაძლო საერთო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა საქართველოს სპორტის მინისტრსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან, აზიის ოლიმპიური საბჭოსა და უზბეკეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სპორტის სფეროში მჭიდრო კავშირების განვითარებას.
სტამბოლში მიმდინარე ეთნოსპორტის მერვე საერთაშორისო ფესტივალს 24 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. ფესტივალში მონაწილეობას ქართველი ცხენოსნები მიიღებენ, რომლებიც ქართულ ტრადიციულ სახეობებს - ცხენბურთსა და ყაბახს წარმოადგენენ.
ღონისძიებაში საქართველო ცხრა ცხენოსნით მონაწილეობს. ფესტივალზე ასევე იქნებიან ქართველი მოჭიდავეები, რომლებიც ქართული ჭიდაობის ელემენტებს უჩვენებენ მაყურებელს. ფესტივალის მიზანია ტრადიციული სპორტისა და თამაშების დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.