„ერთობა ქმნის შესაძლებლობას'' -  საქველმოქმედო ღონისძიება ხულოში

22 მაი 2026

„ერთობა ქმნის შესაძლებლობას" ხულოში საქველმოქმედო საღამო გაიმართა. სამოქალაქო განათლების  პროექტის ფარგლებᲨი XI კლასის მოსწავლეებმა ხულოს დრამატულ თეატრში საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს.  

სცენაზე წარდგნენ ანსამბლები „ბერმუხა“, „ციცინათელა“, „საციხური“ და „მერმისი“, ასევე სხვა ვოკალური და ინდივიდუალური შემსრულებლები. 

ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ქედლების საჯარო სკოლის ინიციატივით შედგა და იგი ამავე სკოლის მოსწავლის მკურნალობისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად გაიმართა.