ჰონდურასში ორ თავდასხმას, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა

22 მაი 2026

სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა ჰონდურასის სანაპიროზე ორი თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა შორის 6 პოლიციელია. მედიის ცნობით, პირველი თავდასხმა ჩრდილოეთ ჰონდურასში მოხდა, სადაც 19 ადამიანი მოკლეს.

მეორე თავდასხმის დროს ომოას მუნიციპალიტეტში, გვატემალას საზღვართან შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას.

სამართალდამცავების განცხადებით, ორი თავდასხმის შემდეგ, ისინი კრიმინალის აღსაკვეთად აქტიურად იმუშავებენ.