22 მაი 2026
პოლონეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს პოლონეთში აშშ-ის დამატებითი ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.
კაროლ ნავროცკის თქმით, პოლონეთი და აშშ მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, მათი ურთიერთობა კი თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო უსაფრთხოებისადმი ერთგულებას ემყარება.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პოლონეთში დამატებით 5000 ჯარისკაცს გაგზავნის.