22 მაი 2026
აშშ-მა უკრაინისთვის Hawk (ჰოქის) ტიპის სარაკეტო სისტემის 108 მილიონი დოლარის ღირებულის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხო ნაბიჯია.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ სარაკეტო სისტემა გააუმჯობესებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს.
„უკრაინას არ გაუჭირდება ამ აღჭურვილობისა და მომსახურების თავის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრირება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.