London Wine Fair 2026

22 მაი 2026

ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია გამოფენაში (ლონდონ ვაინ ფეარი) მონაწილეობდა.  გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენა წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი  მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და ექსპორტის გაზრდისთვის.

გამოფენაზე ღვინის წარსადგენად, ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი.