წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი რუსთავში 

22 მაი 2026

დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს რუსთავში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის მოცულობა 10 ათას კუბურ მეტრს აჭარბებს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა კი, 154 ათას ლარზე მეტია.