22 მაი 2026
„ადამიანური კაპიტალის“ პროგრამის ფარგლებში სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა თბილისშ გამართულ შეხვედრაზე.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროგრამის მიზანია სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და მოსახლეობისთვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ირინე წაქაძის განცხადებით, პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ - ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეძლებენ.
ახალი სისტემა ხელმისაწვდომი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. ამასთან, ასევე 1-ელი ივლისიდან, 60 დღემდე შემცირდება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადაც. ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, მოიცავს ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებებს.
პროგრამა 2022 წლის ივნისიდან დაიწყო და 2028 წლამდე გაგრძელდება.