ქართული უხმო კინოს რესტავრირებული შედევრები ეკრანზე ბრუნდება

21 მაი 2026

ქართული უხმო კინოს რესტავრირებული შედევრები ეკრანზე ბრუნდება. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ეროვნულმა არქივმა ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა საზეიმოდ გახსნეს.

კინომარათონის პირველი დღე ივანე პერესტიანის 1924 წლის საკულტო სურათის, „სამი სიცოცხლე“ ჩვენებით დაიწყო. ოთხი დღის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ხელახლა აღმოაჩინოს 1920-იანი წლების ქართული კინოს უმნიშვნელოვანესი ნამუშევრები.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ფილმების უმეტესობა დღემდე არათუ ფართო აუდიტორიას, არამედ კინომკვლევარებისა და კინოპროფესიონალების დიდ ნაწილსაც კი არ უნახავს.

საარქივო მასალების ციფრული რესტავრაცია და მათი ეკრანზე დაბრუნება კინოცენტრის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად სახელდება. ფილმების ჩვენება გაიმართება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. დასწრება ყველასთვის თავისუფალია.