21 მაი 2026
მოსკოვი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ბირთვულ წვრთნებს ატარებს, რომელშიც 64 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 7800-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა, სტრატეგიული სარაკეტო ძალები, ჩრდილოეთის და წყნარი ოკეანის ფლოტები, შორი მოქმედების ავიაცია და ლენინგრადისა და ცენტრალური სამხედრო ოლქების დანაყოფები მონაწილეობენ.
წვრთნების მიზანი აგრესიის შემთხვევაში ბირთვული ძალების მომზადება და გამოყენებაა.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის კითხვას არის თუა არა ეს წვრთნები ნატოსა და ევროპისთვის სიგნალი, უპასუხა, რომ ბირთვული ძალების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ყოველთვის რაღაცის მანიშნებელია.