21 მაი 2026
„ბათუმი - კულტურათა შეხვედრების ქალაქი“ - ასე ჰქვია გამოფენას, რომელსაც ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი მასპინძლობს.
წარმოდგენილია ბათუმის ურბანულ განვითარების ამსახველი ფოტოკოლექცია, ასევე ვიეტნამური ლარნაკები, ჩინურ მოტივებზე მოხატული ჩაის სერვიზი, აგროინვენტარი და სხვადასხვა ნივთი.
გამოფენა კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღეს ეძღვნება, მისი მიზანია დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ გააცნოს ბათუმის, როგორც სხვადასხვა კულტურისა და ინდუსტრიული განვითარების ცენტრის ისტორიული მნიშვნელობა.