21 მაი 2026
შვედეთის საპორტო ქალაქ ჰელსინგბორგში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის წინ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. მინისტერიალი დღეს დღის მეორე ნახევრში დაიწყება.
შეხვედრის ადგილის მახლობლად და მიმდებარე ქუჩებში პატრულირებს პოლიცია და შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.
მინისტრები დღეს საღამოს დაესწრებიან ნატო-უკრაინის საბჭოს წევრების არაფორმალურ ვახშამს, შვედეთის მეფის, კარლ გუსტაფისა და დედოფალ სილვიას მონაწილეობით, ძირითადი შეხვედრები კი პარასკევს გაიმართება.
ეს არის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა, რომელსაც შვედეთი მასპინძლობს მას შემდეგ, რაც ის 2024 წელს ნატოში გაწევრიანდა.