გიორგი შერმადინის „ტენერიფემ" ზედიზედ მეხუთედ წააგო

21 მაი 2026

ესპანეთის ლიგა ენდესაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ბადალონას“ უმასპინძლა და ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ოვერტაიმში კი სტუმრებმა აჯობეს მეტოქეს და 100:98 გაიმარჯვეს. გიორგი შერმადინმა მხოლოდ 11 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს, 6 ქულა, 4 მოხსნა შესძინა. 

ტენერიფე“ 17 მოგებით და 15 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 მაისს, „გრანადას“ ესტუმრება.