ოთარ კიტეიშვილის მორიგი აღიარება ავსტრიაში

21 მაი 2026

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. რჩეულები ლიგის ოფიციალურმა გვერდმა, „ადმირალ ბუნდესლიგამ“ გამოავლინა.

სიმბოლურ გუნდში ექვსი მოთამაშე „ლასკიდანაა“, რომელიც ავსტრიის ჩემპიონი 61-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა, ვიცე-ჩემპიონ გრაცის „შტურმიდან“ საუკეთესოთა შორის მხოლოდ ოთარ კიტეიშვილი მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილი დასრულებული სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.