21 მაი 2026
სტამბოლში, „ბეშიქთაშ პარკზე“, ევროპა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა. „ასტონ ვილამ“ „ფრაიბურგი“ 3:0 დაამარცხა და 44-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპული საკლუბო ტურნირი პირველად მოიგო.
იური ტილემანსმა და ემელიანო ბუენდიამ პირველ ტაიმში გერმანელებს ორი ბურთი გაუტანეს, შესვენების შემდეგ კი მორგან როჯერსმა მესამედ აიღო მეტოქის კარი და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
უნაი ემერიმ ევროპა ლიგა მთავარი მწვრთნელის რანგში მეხუთედ მოიგო.
ბასკმა სპეციალისტმა აღნიშნული ტურნირზე სამჯერ „სევილიის“, თითოჯერ კი „ვილიარეალისა“ და „ასტონ ვილას“ მწვრთნელის რანგში გაიმარჯვა.