21 მაი 2026
ბილიარდის სახეობა პულში, გოგონებს შორის საქართველოს ჩემპიონი თამარ ჯღარკავა გახდა. ფინალში საქართველოს მრავალგის ჩემპიონს დებიუტანტი ნინი გოგლიძე დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ჯღარკავას გამარჯვებით დასრულდა. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ მარიამ მურადაშვილი და ანა კიზირია.
საქართველოს ჩემპიონატი საქართველოს ბილიარდის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ტურნირის მხარდამჭერი იყო ასევე სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, რომელმაც გამარჯვებული ფულადი პრიზით დააჯილდოვა.