ბათუმი კრივში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

21 მაი 2026

23-27 მაისს ბათუმის სპორტის სასახლე წარსულში ცნობილი მოკრივის, აჭარის კრივის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

შეჯიბრება უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის გაიმართება და მასში 10 ქვეყნის 200-მე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. 

საქართველოს მამაკაცთა და ქალთა ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. საერთაშორისო ტურნირზე გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია.