პუტინი და სი ყველა მიმართულებით შეზღუდვების გარეშე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

21 მაი 2026

ჩინეთის ლიდერი ამერიკელ და რუს კოლეგასაც საპატიო ყარაულითა და ქვემეხების ზალპებით  მიესალმა პეკინის დიდ სახალხო დარბაზში, სადაც ბავშვები ჩინეთისა და რუსეთის დროშებს აფრიალებდნენ.

ტრამპთან შეხვედრა მსოფლიოს ორ უძლიერეს ქვეყანას შორის ძირითადად დაძაბული ურთიერთობების განმუხტვაზე იყო ორიენტირებული, პუტინთან შეხვედრამ კი ორმხრივ ურთიერთობაში  პროგრესი აჩვენა, ჩინეთი და რუსეთი შეთანხმდნენ ყველა მიმართულებით  „შეზღუდვების გარეშე“ იურთიერთონ.

სიმ და პუტინმა  ოთხშაბათს გამართულ მოლაპარაკებებზე  დაგმეს ტრამპის „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფარის გეგმები და ვაშინგტონის „უპასუხისმგებლო“ ბირთვული პოლიტიკა.