21 მაი 2026
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა გამოფენა, რომელიც სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორ- მასწავლებლებმა გამართეს.
უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დროს შესრულებული და სხვადასხვა ჟანრის შემოქმედებითი ნამუშევრები, რომლებიც პროფესორ-მასწავლებელთა ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასთან ერთად, უნივერსიტეტის მრავალწლიან ისტორიას, მის კულტურულ და საგანმანათლებლო გზას ასახავდა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენათა ციკლს წინ უძღვოდა ორი გამოფენა ფოთის სამხატვრო დარბაზსა და ოზურგეთში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში.
ბათუმში გამართული გამოფენა კი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის ერთგვარი შეჯამებაა.