20 მაი 2026
დღეს სკოლებში „ბოლო ზარი“ დაირეკება მე-12 კლასელები სწავლას ასრულებენ. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლებში მოსწავლეების მონაწილეობით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
ქუჩებში სამახსოვრო წარწერებით გაფორმებული მაისურებით მოსიარულე ახალგაზრდებს შეხვდებით მათ ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულეს.
მე-12 კლასელებს სკოლის დასრულება აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ მიულოცეს. მათ მოსწავლეებს სამახსოვრო წარწერებიც გაუკეთეს.
აჭარაში სწავლას წელს 4 000-ზე მეტი მე-12 კლასელი ასრულებს.