სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში

19 მაი 2026

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო  პანაშვიდი მიმდინარეობს.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო საუფრთხოების სამსახურის უფროსი და მინისტრთა კაბინეტის წევრები.  გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული თერთმეტი პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა. 

ოჯახების გადაწყვეტილებით იდენტიფიცირებულ პირებს,  სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა.

ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 740 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 334 პირი. 1900-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.