საწყლოსნო სპორტის სახეობათა სტრატეგიის პრეზენტაცია

19 მაი 2026

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის სამომავლო გეგმებისა და განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მინისტრმა ფედერაციას და სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა საწყლოსნო სპორტის სახეობების განვითარებისთვის გადადგმული თითოეული ნაბიჯისთვის და მათ წარმატება უსურვა. 

ღონისძიებაზე საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა ორგანიზაციის განვითარების ხედვა, სამომავლო პროექტები, პრიორიტეტები და დაგეგმილი აქტივობები წარადგინა, რომელთა მიზანია საქართველოში საწყლოსნო სპორტის სახეობების განვითარება და პოპულარიზაცია.

ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ევროპის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ანტონიო ხოსე სილვა, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.