18 მაი 2026
33 წლის შემდეგ აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ მიჩნეული 11 ადამიანის ნეშტი გადმოასვენეს. მათი იდენტიფიცირება დნმ-ის კვლევის შედეგად გახდა შესაძლებელი.
დაღუპულთა ნეშტები, სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული, სადაც საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
სამძიმარზე უკვე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მათ გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს.