18 მაი 2026
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა.
ღონისძიებაზე ისაუბრეს გასულ წელს მიღწეულ წარმატებებზე, ასევე ნაყოფიერი მუშაობის ნომინაციაში დაჯილდოვდნენ მუზეუმის თანამშრომლები: დონარი დოლიძე, მზიური მჟავანაძე და ზურაბ ბოლქვაძე.
ღონისძიებაზე ასევე ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. გაიმართა გამოფენა სახელწოდებით „ სამოსი, როგორც ხელოვნების ნიმუში“.
გამოფენილია ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუეუმის ფონდებში არსებული სხვადასხვა პერიოდის ქართული ტრადიციულიდა სასცენო სამოსი.