18 მაი 2026
ორი ადამიანი იმსხვერპლა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ გუანსის რეგიონში 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ. ქალაქ ლიუჯოუში 7 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება. სტიქიის რეგიონში შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.
თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
ლიუჯოუს საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროს მონაცემებით, ორშაბათს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა 13 შენობა.
გარდაცვალების ორი შემთხვევა დადასტურდა, ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ოთხი ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.