თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში ქურთებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს

17 მაი 2026

თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში ქურთებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს და ხელისუფლებას „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლებთან სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

მედიის ცნობით, „ქურთების მუშათა პარტიის“ ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა დაჯგუფებას იარაღის ჩაბარებისა და დაშლისკენ 2025 წელს მოუწოდა, თუმცა მას შემდეგ ხელისუფლების მხრიდან ქურთების უფლებებთან დაკავშირებით საპასუხო ნაბიჯები არ შეინიშნება. პრეზიდენტმა, ერდოღანმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესი გაგრძელდება.