17 მაი 2026
რუსულ სამხედრო სამიზნეებზე, მათ შორის დაღესტნის სასაზღვრო საპატრულო გემს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს. უკრაინული მედიის ცნობით, 16-17 მაისის ღამეს უპილოტო სისტემების ძალებმა 186 საცეცხლე დარტყმა განახორციელეს მტრის 46 სამხედრო სამიზნისა და ობიექტის წინააღმდეგ, როგორც თავად რუსეთში, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე. დარტყმები განხორციელდა დაღესტნის სოფელ კასპიისკში, ყირიმში, დეფოროვკასა და შახტარსკში.