17 მაი 2026
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ჩინეთს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ევროკავშირის გახლეჩა სურთ, რადგან ევროპა გაცილებით ძლიერია, როდესაც ერთად დგას.
„პოლიტიკოს“ ცნობით, კალასმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ მოსწონს გაერთიანებული ევროკავშირი, ვინაიდან ბლოკი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძალაა, რომელის ვაშინგტონს კონკურენციას უწევს.
უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის ყველა ქვეყანას, დაიცვან ბლოკი და მოლაპარაკება გამართონ არა ინდივიდუალურად, არამედ ევროპული ინსტიტუტების მეშვეობით.