17 მაი 2026
ერი და ბერი, დიდი და პატარა, სასულიერო თუ საერო პირები, პოლიტიკოსები. დღეს ქვეყნის მთავარ გამზირზე ხალხი ზღვად მოედინებოდა, ჯვრები, ხატები, ბაირაღები, ხუთჯვრიანი დროშები, გალობა ზარები და ვედრება- დღეს 17 მაისია. დღე რომელიც ბოლო 12 წელია ოჯახების შეკრების და ერთიანობის სიმბოლოდ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აქცია. დღესაც ქაშვეთის ტაძრიდან დაიწყო გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა ამიერიდან ღვთივგანსვენებული უწმინდესის გარეშე , მაგრამ მაინც უნდა გააგრძელოს.