საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისი სამბოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

17 მაი 2026

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისი სამბოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა კონტინენტის პირველობის გახსნის ცერემონია, რომელსაც სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდა. ირაკლი დოლაბერიძემ 64 კგ წონით კატეგორიაში პრიზორი სპორტსმენებიც დააჯილდოვა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 21 სპორტსმენი იცავს. ტურნირის პირველ დღეს სპორტულ სამბოში ევროპის ჩემპიონობა ავთო მუკბანიანმა (64 კგ) იზეიმა; ვერცხლის მედლები ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), ნიკა სიდამონიძემ (98 კგ), საბრძოლო სამბოში კი მირზა ციხელაშვილმა (58 კგ) მოიპოვეს; ბრინჯაოს მედლებს ელენე ქებაძე (+80 კგ) და საბრძოლო სამბოში გიორგი ეგნატაშვილი (88 კგ) დასჯერდნენ.
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 34 ქვეყნის 300-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს, კონტინენტის პირველობა 17 მაისს დასრულდება. საქართველო სამბოს ევროპის ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს, პირველად კონტინენტის პირველობა თბილისში 2008 წელს გაიმართა