აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოუწოდებს, უფრო აქტიურად ჩაერთოს ირანთან ომში და სპარსეთის ყურეში ირანის ერთ-ერთი კუნძული დაიკავოს

17 მაი 2026

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოუწოდებს, უფრო აქტიურად ჩაერთოს ირანთან ომში და სპარსეთის ყურეში ირანის ერთ-ერთი კუნძული დაიკავოს.
ინფორმაციას ამის შესახებ „ტელეგრაფი“ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საუბარია კუნძულ ლავანზე, რომელიც სპარსეთის ყურეში ირანის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს.
„ტელეგრაფი“ ასევე წერს, რომ ომის დაწყების შემდეგ საამიროები თეირანის თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი გახდა. სამეფოს მიმართულებით ირანმა 2 800-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა