დრონებით თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქის ქალაქ ხიმკისა და მითიშჩიში სამი ადამიანი დაიღუპა. გუბერნატორის განცხადებით, დრონი კერძო სახლს მოხვდა.
რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობით, თავდასხმები დაფიქსირდა სხვა ქალაქებშიც, რის შედეგადად 4 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობა და 6 კერძო სახლი.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა ასევე სცადეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა