დღეს ფრიდონ და ზაზა ხალვაშების დაბადების დღეა. თარიღთან დაკავშირებით ტრადიციულად წელსაც გაიმართა ,,ფრიდონობა“ .
პოეტისა და პროზაიკოსის პატივსაცემად ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში დილიდან შეიკრიბნენ ახლობლები, მეგობრები, საზოგადო მოღვაწეები, ადგილობრივი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ პატივი მიაგეს რუსთაველის პრემიის ლაურიატის ხსოვნას.
,,ფრიდონობა“ ქედაში სოფელ გეგელიძეებში მწერლის სახლმუზეუმში გაგრძელდა, სტუმრები მწერლის ბიოგრაფიას, პირად ნივთებსა და ფოტომომასალას გაეცნენ.
ღონისძიების დასასრულს დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება. ფრიდონობა 2011 წლიდან ტარდება