ოჯახის სიწმინდის დღესთავ დაკავშირებით თბილისში მრევლი და სასულიერო პირები ტრადიციულად საზეიმო ლოცვითი მსვლელობა მივიდნენ სამების საკათედრო ტაძარში

17 მაი 2026

12 წლიანი ტრადიცია გრძელდება - საქართველო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს. ეს პირველი დღესასწაულია კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე, რომლის ინიციატივითაც ეს დღე დაარსდა და პირველი 17 მაისია ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის მეთაურობით. 141-ე წინამძღოლის დაწყებული საქმე 142- ე პატრიარქმა განაგრძო.

საყოველთაო მსვლელობა წელსაც ხალხმრავალი იყო. მოქალაქეებმა შეკრება ქაშუეთის ეკლესიასთან 10 საათზე დაიწყეს. საქართველოს დროშებით, ხატებით, ბაირაღებით საქართველოს მოქალაქეები, სასულიერო პირებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დედაქალაქის მთავარი გამზირიდან მთავარი მოედნის მიმართულებით 11 საათის შემდეგ დაიძრნენ. 
ტრადიციად ქცეული მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გაგრძელდა. მოქალაქეები, რომლებიც უკვე 12  წელია ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ, ამბობენ რომ ეს დღესასწაული მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ყველას ვალია, საუკუნოვან ტრადიციებსა და ფასეულობებს პატივი სცეს.
მსვლელობის ბოლოს, ყველა სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბა, საიდანაც მოსახლეობას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ მიმართა. უწმინდესმა და უნეტარესმა ტრადიციული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე, დღეს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.