17 მაი 2026
12 წლიანი ტრადიცია გრძელდება - საქართველო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს.
ეს პირველი დღესასწაულია კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე, რომლის ინიციატივითაც ეს დღე დაარსდა და პირველი 17 მაისია ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის მეთაურობით. 141-ე წინამძღოლის დაწყებული საქმე 142- ე პატრიარქმა განაგრძო.
საყოველტაო მსვლელობა წელსაც ხალხმრავალი იყო. ქაშუეთიდან სამებამდე გზა ათასობის მოქალაქემ გაიარა.ადგილზე მისული მრევლი პატრიარქმა შიო მესამემ დალოცა. უწმინდესმა და უნეტარესმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში პირველი წირვა ჩაატარა. სადღესასწაულო მსახურებას მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები და მაღალი რანგის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.