17 მაი 2026
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
წირვას ესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.
სამების საკათედრო ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ადგილზე შვილებთან ერთად ესწრება მსახურებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ტაძარში ასევე იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.