პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

16 მაი 2026

კერძო და საჯარო პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს, დასაქმების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა განახლებული სარეგისტრაციო პორტალი - worknet.moh.gov.ge გააცნეს. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს პროფესიულ კოლეჯებთან ერთად შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული პროგრამების შემუშავებაზე და რეგიონებში არსებული კოლეჯების გააქტიურებაზე.