ირანის ოფიციალური უწყება ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების დეტალებზე

16 მაი 2026

ირანში აცხადებენ რომ ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის რეგულირების მექანიზმი მზადაა და გადაადგილებას მხოლოდ ის კომერციული გემები და მხარეები შეძლებენ, რომლებიც ირანთან თანამშრომლობენ.
ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ოფიციალური თეირანის მიერ ახლახან გამოცხადებული მექანიზმი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ძირითად მარშრუტზე მოძრაობის კონტროლის სისტემას წარმოადგენს.
ებრაჰიმ აზიზის თქმით, მექანიზმის შესახებ დამატებითი დეტალები მალე გახდება ცნობილი და გემებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს გაივლიან, ფინანსური გადასახადის გადახდა მოუწევთ.