16 მაი 2026
ტაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 32-ზე მეტი დაშავდა.
მედიის ცნობით, შემთხვევა ბანგკოკში მოხდა. გარდა ამისა, ავარიის შედეგად ცეცხლი მსუბუქ ავტომობილებზეც გავრცელდა. ამ დროისთვის უცნობია ინციდენტის გამომწვევი მიზეზი.