16 მაი 2026
“გახარია საქართველოსთვის”- პარტიის საქმიანობის სამომავლო გეგმები. ამ თემაზე პარტია რეგიონულ კონფერენციებს იწყებს. პირველი გასვლითი შეხვედრა ბათუმში დახურულ ფორმატში გაიმართა. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, ესაა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს რეგიონებიდან პარტიის წევრები, საკრებულოების დეპუტატები და პარტიული აქტივი ესწრება. ბერდია სიჭინავამ ისაუბრა ოპოზიციურ ალიანსთან დაკავშირებითაც და თქვა, რომ პარტია გამორიცხავს ისეთ ალიანსებთან თანამშრომლობას, სადაც მისი თქმით, ნაციონალირო მოძრაობა ან პარტიის ყოფილი წევრები არიან.