საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აჭარაში საზეიმო მსვლელობა გაიმართა

16 მაი 2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აჭარაში საზეიმო მსვლელობა გაიმართა. მონაწილეები სარფიდან ქობულეთის მიმართულებით ფეხით გაემართნენ. მსვლელობას დეკანოზი იოანე ხეცურიანი მიუძღვოდა. სასულიერო პირების განმარტებით, მსვლელობა საქართველოს ეკლესიის საიუბილეო კომისიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილია და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. მათივე ინფორმაციით, იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ეპარქიაში ყოველდღიურად ტარდება საღვთო ლიტურგიები, პარაკლისები და კულტურული ღონისძიებები. დღევანდელი მსვლელობა ქობულეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარში დასრულდა, სადაც სამადლობელი პარაკლისი შესრულდა. მოგვიანებით, მონაწილეებმა ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში გადაინაცვლეს, სადაც საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიება გაიმართა.