16 მაი 2026
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ იმერეთსა და ზუგდიდში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.სამსახურის უფროსმა ინფრასტრუქტურა და სამუშაო სივრცეები დაათვალიერა, ასევე თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობას გაეცნო.
შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებთან საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სამომავლო გეგმებზე და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
ლევან ხარაბაძემ მოადგილეებთან ერთად ზუგდიდში ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობაც დაათვალიერა. ახალი რეგიონული ოფისი სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უზრუნველყოფს საგამოძიებო სამსახურის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.