რუსული მედია - ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, დნესტრისპირეთის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებს

16 მაი 2026

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც დნესტრისპირეთის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებს.
რუსული მედიის ცნობით, დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას შეძლებენ 18 წელს მიღწეული უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ბრძანების ძალაში შესვლის დღისთვის დნესტრისპირეთში მუდმივად ცხოვრობენ.
პუტინის ბრძანების თანახმად, დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის განაცხადის შეტანისას რუსეთში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრება, რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი არ იქნება.