დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო ფარვიზ გაგუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

16 მაი 2026

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო წარსულში ცნობილი მოჭიდავის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის და დამსახურებული მწვრთნელის ფარვიზ გაგუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული, საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრება 2012-2013 და 2014-2017 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ტარდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის სამი გუნდის მოჭიდავეებიც მონაწილეობენ. პირველობისთვის სხვადასხვა წონით კატეგორიაში სამასამდე ნორჩი მოჭიდავე ასპარეზობს. დღეს გამოვლინდებიან ის სპორტსმენები, რომლებიც ხვალ ფინალურ ბლოკში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.